თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან 6 ივნისს გამართულ აქციაზე დაკავებული ალტ-ინფოს წევრები და მათი თანამოაზრეები, საერთო ჯამში შვიდი პირი თავისუფალია. აქციის მონაწილეები, გამოკითხვის შემდეგ ხელწერილების საფუძველზე გაათავისუფლეს.
აქციის მონაწილეებს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას, წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.
ცნობისთვის, ევროკავშირის ოფისთან აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის იყვენენ "ალტ-ინფოს" წევრები გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები.
ასევე წაიკითხეთ:
ევროკავშირის ოფისთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს